logo
Vakhtang Ninua

Vakhtang Ninua

  • Информация

    Биография

  • Место рождения:

    Baku, Bakinskaya guberniya, Russian Empire
  • Дата рождения:

    (лет 108) 1916-09-18
  • Пол:

    Мужской

დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღებების დროს ქობულეთში გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი. წყვილი 30 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა — მარიკა და მანანა, მეორედან — ვაჟი, ოთარი. გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

Films with the participation of the actor

Фото

Vakhtang Ninua

vote average: 5.3

vote average: 5.2