logo
Shorena Begashvili

Shorena Begashvili

  • Информация

    Биография

  • Место рождения:

    Tbilisi, Georgia SSR, USSR
  • Дата рождения:

    (лет 54)
  • Пол:

    Мужской

შორენა ბეგაშვილი (დ. 8 ივლისი, 1982, რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ გლობუსში. შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი „ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ ბეგაშვილი თამაშობდა სხვადასხვა ეროტიკულ როლებს. 2009–2010 წლებში ჰქონდა თავისი საავტორო ეროტიკული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“, რომელიც დაიხურა 2017 წელს შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს. შორენა ბეგაშვილი განქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი ევა.

Films with the participation of the actor

Фото

Shorena Begashvili